საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-06-23
თარიღი 19:00 სთ
მისამართი რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ Zoom-ის შეხვედრის ლინკს

2021 წლის 23 ივნისს, 19:00 საათზე ტარდება ვებინარი AMOpportunities (AMO)-ის მიერ  თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ყველა სტუდენტისთვის და კურსდამთავრებულისთვის თემაზე:  "აშშ–ს კლინიკური გამოცდილების და რეზიდენტურის შესაძლებლობები თსუ-სთვის."

 

ვებინარზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა შემდეგი ლინკის მეშვეობით: https://landing.amopportunities.org/tbilisistateuniversity

 


რეგისტრაციის შემდეგ, მიიღებთ დამადასტურებელ ელ.ფოსტას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ვებინარზე დასწრების შესახებ.

 


თსუ და AMO თანამშრომლობენ იმ მიზნით, რომ სტუდენტებს შესთავაზონ სხვადასხვა სახის კლინიკური პრაქტიკის შესაძლებლობები, მათ შორის აშშ-ს ვირტუალური როტაციული პროგრამების სახით. აღნიშნულ ვებინარზე პარტნიორობის დირექტორი შეერთებული შტატებიდან განიხილავს თქვენი სამედიცინო კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს, აშშ-ს რეზიდენტურის პროგრამისკენ მიმავალ გზას, თქვენი კლინიკური უნარ-ჩვევებისა და რეზიუმის გაუმჯობესების საშუალებებს. AMO-ს უზრუნველყოფს როტაციის პროგრამას 250-ზე მეტი კლინიკური ლოკაციაზე, მათ შორის წამყვან საავადმყოფოებში კლინიკური გამოცდილების მისაღებად ვირტუალურად ან ფიზიკურ გარემოში. 

 

AMO გთავაზობთ ვირტუალურ როტაციებს სხვადასხვა სპეციალობის მიმართულებით სხვადასხვა ადგილზე. ეს წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას მედიცინის სტუდენტებისათვის, მიიღონ სარეკომენდაციო წერილები, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აპირებს რეზიდენტურის პროგრამით სწავლას აშშ–ში.

 

თუ ჯერ არ გაქვთ შექმნილი პირადი ანგარიში, გთხოვთ შექმნათ უფასო ანგარიში შემდეგ ლინკზე: https://app.amopportunities.org/signup?invite=tbilisistateuniversity

 

 

დამატებითი ინფორმაცია AMO-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.amopportunities.org/

მსგავსი ღონისძიებები